https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სტალინისთვის „გალახული“ ჯაპანა

6:03; 25.03.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები ქართველი მსახიობები იქნებიან, რომლებიც რამდენიმე „საინტერესო შემთხვევას“ გაიხსენებენ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ დავით ხურცილავას გადავცემ. თავის დროზე ცნობილი გურული აბრაგის მოგვარეს ჩვენი თანამემამულეები უფრო „ჯაპანას“ მეტსახელით იცნობენ. ჯაპანა მხიარული ადამიანია და სხვადასხვა არაორდინარულ მდგომარეობაში ხშირად ვარდება. დღეს მსახიობი რამდენიმე ისტორიას გაიხსენებს.

ულვაშა

ბევრის მომსწრე და მნახველ პატარა გორში დამპატიჟეს ქორწილში. რა თქმა უნდა, არ გავაუქმე მოსაწვევი და წავედი. სტალინის გამო შარი და უბედურება ამიგორეს და წიხლით დამაგორეს… უფალმა თამადამ დიდი „ულვაშას“ სადღეგრძელო დალია – დიდება სტალინსო. მე, ხომ იცით, მიყვარს ხუმრობა  „ვისესხე“ ხევსურის ანეკდოტი და ხმის ტემბრი და ვუთხარი: „ხმას რად არ გაიწყვეტთ, საიდან იცით, დიდ ება თუ პატარა ება-მეთქი“. აბა, თუ პატარა ება და, ბელადს გვილანძღავსო?! დაივიწყეს სტუმარმასპინძლობა და სასიკვდილოდ მცემეს. ერთმა შეზარხოშებულმა ისიც კი იკადრა, ხიზილალას რო ერეკები, სტალინმა მოგვიპოვა და შემოგვინახაო. ველური ტომებივით მომექცნენ საყვარელი ბელადის დასაცავად. იმ დღიდან სტალინის ხსენებაზეც და გორული ვაშლის დანახვაზეც „მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს“.

ცხვარივით ჭკვიანი

თელავში ვიყავი სტუმრად დუტა სხირტლაძესთან. დუტას ძმა, გიორგი, ახალფეხადგმული დაბანცალებდა. არ ვიცოდი, ლაპარაკიც თუ შეეძლო. შვილო, არ წაიქცე, ფრთხილად-მეთქი, მოვეფერე ბავშვს. პირიდან „სოსკა“ გამოიღო და მკვეთრი თელავური კილოთი ჩამომარცვლა: „მ-სა-ხი-ობი ხარ შენაა“?! ცხვრის საყიდლად ვაპირებდი წასვლას და წავიყვანე – გზაზე მეტიტინება და გამართობს-მეთქი, ერთი წლისაც არ იყო ჯერ… გადავედი ბაზარში. ბავშვი მკლავზე მიზის, „სოსკასა“ და ღუნღულა ქუდში სახე არ უჩანს. დავაფასებინე გამყიდველს ცხვარი. მითხრა ფასი. გიორგიმ გამოიღო პირიდან „სოსკა“ და ეკითხება გამყიდველს: „არ დაა-კლებ-თ?“ გაგიჟდა მეცხვარე. ცოცხალი თავით ფული არ გამომართვა და მითხრა, ამ კაი კაცის ხათრით, თუ გინდა, მთელ ფარას გაგატანთო.

იღბლიანი მონადირე

ჩემს მრავალრიცხოვან ძმაკაცთა შორის მე ყველაზე იღბლიანი მონადირე ვარ-მეთქი, ხშირად ვტრაბახობ. ერთხელ ერთ კურდღელს დავედევნეთ ექვსი კაცი და მე მხვდა წილად მისი მონადირება. თავმომწონედ ავყურებდი ყველას. ძმაკაცის მამამ დაამუშავა ჩემი ნანადირევი და იკითხა, ვინ მოკლაო. ვინ მოკლავდა-მეთქი – ამაყად ვუპასუხე. საფანტი არა აქვს მოხვედრილი, შიშისგან აქვს გული გახეთქილი საცოდავსო – ღიმილი პირზე შემაყინა მასპინძელმა.

დათო ხურცილავას შემდეგ „სახალისო ამბების“ ესტაფეტას თეატრისა და კინოს მსახიობი ანზორ ნებიერიძე მიიღებს. წინა საუკუნის ავბედიან 90-იან წლებში ბატონ ანზორს თავს ერთი შემთხვევა გადახდა.

„აფხაზეთში გაქანებული ომია, დედა შვილს რომ არ აიყვანს – ისეთი.

დილის რეპეტიცია დამთავრდა და… მშია. მაგრამ, სადაა მერე!

ჩავჯექი ჩემს ჯაბახანა „ჟიგული 01-ში“ და ჯანჯღარ-ჯიკავით მივხლაფორთობ გლდანისკენ – იქნებ სახლში მაინც იყოს რამე კუჭის დამამშვიდებელი.

„დინამოს“ სტადიონს გავცდი თუ არა, ამ ჩემი ცოდვით სავსე მანქანამ ჯერ ძაგძაგი დაიწყო, მერე დაისრუტუნა, მერე დაახველა და გაჩერდა. ვაწვები გაზს – არ მიდის, გაჯიუტდა სამანიშვილის ცხენივით.

– მომაწექით ცოტა! – დავუძახე ფანჯრიდან 20-25 წლის ბიჭს, ჩაფიქრებული რომ იდგა.

ბიჭმა უხერხულად მიმოიხედა:

– მე წამოგაწვეთ თქვენ, ბატონო ბიძია? როგორ გეკადრებათ!

– მე კი არა, მანქანას წამოაწექი ცოტა, იქნება გაიშვას.

– ასე გეთქვა, შე კაცო, გამისკდა გული. ეს მანქანაა?

მანქანამ ორი მეტრი იგორა და გაიშვა, ამუშავდა.

– სტოპ! აღარ მოაწვე, გაიშვა! დიდი მადლობა.

– თქვენ პირდაპირ მიდიხართ?

– კი, პირდაპირ და მერე მარჯვნივ. ჩაჯექი, თუ იქით მოდიხარ.

– მე პირდაპირ და მერე მარცხნივ მივდივარ, მაგრამ, წამოგყვები.

გავცდით პანთეონს, ისევ დაიხროტინა მანქანამ და ჩაქრა.

– გადავიდე და მოვაწვე? – ყეყეჩივით გადმომხედა ამ იდიოტმა.

– არა, იჯექი და ისე მოაწექი, – ვიხუმრე უკბილოდ. ბიჭი ჩავიდა და მოაწვა. მანქანა დაიქოქა.

– ჩაჯექი ჩქარა, არ ჩაქრეს! – დავუცაცხანე ბიჭს.

– იყოს, ფეხით გამოგყვები. ისევ რომ ჩაქრეს, გადმოსვლა აღარ დამჭირდება, ჩამექცა ტყლიპი ამდენი ჩადი-ამოდით. ეს მანქანა იყიდე თუ გაჩუქა ვინმემ და უარი ვერ უთხარი?

– ნუ იკრიჭები, თუ ძმა ხარ, ჩემი გაჭირვება მეყოფა!.. ამ მანქანას რომ უყურებ, ოთხი გოგო ჰყავს მოტაცებული.

– დიდი მადლობა, მოვსულვართ უკვე, დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე…

მივჯახირდი, როგორც იქნა, სახლში, უგემურად ვჭამე გუშინდელი შემწვარი კარტოფილი და საათს დავხედე – სპექტაკლის დროც წამომპარვია.

გამოვედი გარეთ და გავემართე ჩემი „ჟიგულისკენ“.

საოცრება! – გადავწიე თუ არა გასაღები, არ დაიქოქა?!  მანქანა მონდომებულად ეკვეთა გზას. მანქანამ ავტობუსის გაჩერება „იცნო“, დაიხროტინა და გაიყინა. აბა იქით, აბა აქეთ… არა, აღარ იქოქება. გავსავათდი.

ამ ამბავში ვარ და, „კოლხოზნიკი“ დამუხრუჭდა ჩემ გვერდით.

რა ვართ ქართველები – გამიხარდა, ახლა მომაწვებიან და…

„კოლხოზნიკიდან“ ოთხი წვერმოშვებული, ბენდენიანი, სხვადასხვა ასაკის ავტომატიანი კაცი გადმოხტა ერთდროულად და ოპერატიულად:

– გადმოდი ჩქარა მანქანიდან! – დამიღრიალა ერთმა ავტომატიანმა, – ჩქარა!

– რა ხდება? – დავასლოკინე მოულოდნელობისგან გაკვირვებულმა.

– აფხაზეთში მივდივართ და მაშინები გვჭირდება, სამშობლო განსაცდელშია! – ამიხსნა მეორემ, გულზე ლიმონკა რომ ჰქონდა ჩამოკონწიალებული, – ე ბიჭო, დაქოქე დროზე! – მიაძახა ჩემი მანქანის საჭესთან მოკალათებულ წვეროსანს.

– არ იქოქება, ე დედააფეთქებული, ტო!

– აუ, ბიჭო! – ანერვიულდა მესამე, – ე ბიჭო, წეიღეს აფხაზეთი! დაქოქე დროზე!

– ბენზინი არაა, მე მგონი. როგორ დადის უბენზინოდ ე შობელძაღლი? – დამიბღვირა.

სასწრაფოდ მოაყენეს თანმხლები „ბენზოვოზი“ და ჩათხარეს შლანგი ჩემი მანქანის ავზში. გააპიპინეს – დო ატკაზა.

– ე, მიდი ახლა!

ჩხინკ, ჩხინკ, არ იქოქება ჩემი „ჟიგული“.

– არ შობა, ტო!

„უი, შენ გენაცვალე, ჩემო „ჟიგულიკონიკო“, არ დეიქოქო, არ გამომჭრა ყელი და მე ვიცი მერე შენი პატივისცემა“, – ვზეიმობ გულში.

მეოთხე წვეროსანი დროს არ კარგავს, დარწმუნებული იმაში, რომ მანქანა დაიქოქება, საგზაოდ სამ კანისტრა ბენზინს ათავსებს ჩემი ბენზინის საბარგულში.

ჩხინკ, ჩხინკ… – არაა საშველი.

ამასობაში მომავალი კოლონა გამოჩნდა: რვა „კოლხოზნიკი“, ოთხი „ნივა“.

– ე ბიჭო, მოვიდა ვლადიმეროვიჩი, დაქოქე ჩქარა!

– არ იქოქება, მე ამის დ…

 ვლადიმეროვიჩი კოლონის უფროსი აღმოჩნდა.

– რას ხლაფორთობთ, თამაშის დროა ახლა?! ჩქარა, პო მაშინამ! – დაუძახა ამათ. ესენიც, ჩახტნენ თავიანთ მანქანებში და უსაშველო ბდღვირი აადინეს იქაურებს. წავიდნენ.

აკანკალებული მივუჯექი საჭეს და გასაღები გადავწიე და – ჩემი „ჟიკულიკოკონიკო“ საამურად აღუღუნდა. თეატრში გაუჩერებლად მივედი თავის დროზე…“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

„სტუმრობა ბაქოში“

ყველა სიახლე

საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

9:58; 17.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

9:48; 17.09.2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო