https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სტუმრობა ბაქოში“

6:03; 25.03.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩემი კოლეგა ალეკო კაკაურიძე სპორტული ჟურნალისტია. ალბათ, ქართველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ გამოცემა „ოლიმპი“. იყო დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე სპორტული გამოცემა ფუნქციონირებდა და ამათ რიცხვში “ოლიმპს“ ერთ-ერთი საპატიო ადგილი ეკავა. თანამედროვე საქართველოში უსასრულო არაფერი გახლავთ და სამწუხაროდ ზემოთ დასახელებული გაზეთიც რამდენიმე წელია გაუჩინარებულია. „ოლიმპი“ კი გაქრა, მაგრამ ალეკო უმუშევარი არ დარჩნილა და ამჟამად გაზეთ „ლელოში“ მუშაობს.

ალეკო, ძირითადად, ფეხბურთის თემებს აშუქებდა და რასაკვირველია ამ სფეროში არაერთი საინტერესო მოგონება გააჩნია.

კოლეგა რამდენიმე დღის წინ შემხვდა. ჩვენი მკითხველებისთვის სახალისო ისტორიების მოყოლა ვთხოვე. რასაკვირველია, უარი არ უთქვამს და მის „ამბებს“ ქვემოთ შემოგთავაზებთ.

„ფუ, ჯორჯია! ფუ, სტალინ!“

ამბობენ, პირველი მოგონება ყველაზე ტკბილიაო და ნება მომეცით, ჩემი ახალგაზრდობა გავიხსენო. იმ პერიოდში 21 წლის გახლდით და გაზეთ „ოლიმპში“ მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ალბათ, გახსოვთ ის დრო, როდესაც გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის თასის ჯგუფურ სტადიაზე იასპარეზა. მკითხველი გაიხსენებს ჩვენი გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებას კრაკოვის „ვისლასთანაც“. მართალია სტუმრად დავმარცხდით, მაგრამ საკუთარ კედლებში დამაჯერებელი რევანში ავიღეთ და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გამოსვლის უფლება მოვიპოვეთ.

ქართული კლუბი პირველ თამაშს პოლონეთში ატარებდა და მის გასაშუქებლად რედაქციამ მე მიმავლინა. მართალია, ადრე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ნამყოფი გახლდით, მაგრამ კრაკოვში სტუმრობა ჩემი პირველი დამოუკიდებელი „საზღვარგარეთული ექსპედიცია“ გახლდათ.

გუნდთან ერთად ქალაქ კრაკოვში ჩავფრინდით და ადგილობრივ სასტუმროშიც დავბინავდით. „ნორჩი ასაკის“ გამო მალე მეთვალყურეც გამომიჩნდა, – ჩემი უფროსი კოლეგა კობა ინასარიძე. კობამ „ახალბედაზე“ „შეფობა“ თავიდანვე იკისრა, ბავშვივით ხელი ჩამკიდა და თბილისში დაბრუნებამდე არც გაუშვია.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მე და „მასწავლებელი“ კრაკოვის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები ვსეირნობდით. უცებ კობას მაღაზიაში სიგარეტის შეძენა მოუნდა, მე კი ერთ-ერთი შენობის არქიტექტურით დავინტერესდი და „გამყოლს“ დროებით ჩამოვრჩი.

ერთ წუთში აღმოვაჩინე, რომ კრაკოვის ცენტრში სრულიად მარტო ვიმყოფებოდი, „კობა დამრიგებელი“ კი გაუჩინარებული გახლდათ. რამდენი წელია გასული იმ შემთხვევიდან და ის მწარე წუთები დღემდე თავიდან არ მცილდება. ქუჩებში სირბილი გიჟივით დავიწყე და ინასარიძეს უშედეგოდ ვეძებდი. ადგილობრივები თვალს გაკვირვებულები მაყოლებდნენ და ვერაფრით მიმხვდარიყვნენ ამ მორბენალ უცხოელს რა სურდა. ბოლოსა და ბოლოს, სადღაც ნახევარი საათის შემდეგ „მეგზურს“ მივაგენი. თურმე კოლეგაც გამწარებული მეძებდა. ორი ქართველი კრაკოვის ცენტრში ერთმანეთს გახარებულები ჩავეხუტეთ.

პოლონეთზე შთაბეჭდილებების მოყოლას გავაგრძელებ და თავად სტადიონზე შექმნილ ვითარებაზე რამდენიმე სიტყვას გეტყვით. იქაური გულშემატკივრები მშობლიური კლუბის წარმატებაში დარწმუნებულები იყვნენ და ქართული დელეგაცია აგრესიულად მიიღეს. რასაკვირველია ამას „ვისლას“ ყველა ქომაგზე ვერ ვიტყვი.

სამწუხაროდ, ჟურნალისტების პრეს-ლოჟა ჩვეულებრივი ადგილებიდან გამოყოფილი არ იყო. თამაშის მიმდინარეობისას „აღმოვაჩინეთ“ რომ კრაკოვული გუნდის ფან-კლუბის წევრების ერთმა ნაწილმა ჩვენი მისამართით ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა. თავიდან ამას „ოლიმპიური სიმშვიდით“ ვითმენდით, მაგრამ…  მოგვიანებით იქაურთა ნაწილი პირდაპირ საქართველოს გინებაზე გადავიდა. „ფუ ჯორჯია, ფუ სტალინ!!!“ გვესმოდა გამუდმებით. ეს გამოხდომა ვეღარ ავიტანეთ, რამდენიმე ჟურნალისტი ფეხზე წამოვდექით და მასპინძლებს გინება იქით დავუწყეთ. საბედნიეროდ ადგილობრივი „ფანები“ მალე დაშოშმინდნენ და თამაშის მიმდინარეობისას ადგილი მეტ ინციდენტს აღარ ჰქონია.

„სტუმრობა ბაქოში“

ტოპმიოლერის დროა და საქართველოს ეროვნული გუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქში ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად გაემგზავრა. რატომღაც გუნდთან ერთად წასვლაზე თავიდან უარი განვაცხადე, მაგრამ მეორე დილით, აზერბაიჯანი – საქართველოს ნაკრებების მატჩზე დასწრება მაინც განვიძრახე. რედაქციიდან ნება ვითხოვე, მატარებლის ბილეთი ავიღე და საღამოს საათებში ბაქოსკენ გავეშურე. კუპეში ერთი საგარეჯოელი კაცი დამემგზავრა. ბიზნესმენი ყოფილა და შვილებთან ერთად ისიც აზერბაიჯანის დედაქალაქში მიემგზავრებოდა. ქართველების ამბავი იცით. კუპეში სახელდახელო სუფრა გავშალეთ და დილის ექვს საათამდე აუდგომლად ვიქეიფეთ. დრო და დრო სიგარეტის მოსაწევად ტამბურში გასვლა მიწევდა. იქ ჩემი ყურადღება ერთმა უცხოელმა მგზავრმა მიიპყრო. გამომწვევ ჩაცმულობასთან ერთად ამ პიროვნებას სხეულის უმეტესი ნაწილი მოსვირინგებული ჰქონდა. ყოველივე ამას ცხვირსა და ყურებში გარჭობილი ექვსი საყურეც ასრულებდა.

ჩავედი ბაქოში, ახლად გაცნობილ საგარეჯოებლებს თბილად გამოვემშვიდობე და სადგურთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დროებით დავბინავდი. ნაბახუსევს საღამომდე დასვენება მსურდა. ნომერი ორადგილიანი იყო. შხაპის მისაღებად აბაზანაში შევედი, ოთახში დაბრუნებულს კი დიდი სიურპრიზი დამხვდა. მატარებელში მყოფი „უცნაური“ უცხოელი სასტუმროს ადმინისტრაციას ჩემს ნომერში შემოესახლებინა.

„მეზობელი“ წარმოშობით გერმანელი აღმოჩნდა. როგორც მითხრა, ამიერკავკასიაში პეპლების კოლექციის შესაგროვებლად ჩამოსულიყო. მერე კი დაიწყო და რა დაიწყო… უცნობი ახლოს მომიახლოვდა და დასასვენებლად დაწოლილს ლამის გვერდით მომიჯდა. უაზროდ მიღიმოდა და გერმანულად განუწყვეტლივ რაღაცას მეუბნებოდა. ღმერთო ჩემო რა დამემართა… პირველი რაც ვიფიქრე, ამ ადამიანის არატრადიციული მიდრეკილებები იყო. რა უნდა მექნა, ადამიანი „ოფიციალურად“ არაფერს აშავებდა და იმავდროულად ენასაც არ აჩერებდა. ბოლოსა და ბოლოს სასწრაფოდ იქიდან აბარგება და საქართველოს ნაკრების სასტუმროში გადასვლა მომიწია.

„ბაქოური თავგადასავლები“ ამით არ დასრულებულა. თამაშის შემდეგ ქართული დელეგაცია სამშობლოში დასაბრუნებლად იქაურ აეროპორტში გაემგზავრა. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ ჩვენებურ სპორტულ ჟურნალისტს პასპორტი დაკარგოდა. ამის გამო თბილისში გამოფრენა რამდენიმე საათით გაგვეწელა. საქმეში ქვეყანაში საქართველოს ოფიციალური ელჩიც ჩაერთო. პარალელურად ბიჭებმა აზერბაიჯანში მოასპარეზე ფეხბურთელ გიორგი ადამიას გადაურეკეს. გიორგის აზერებში იმხელა ავტორიტეტი გააჩნდა რომ საკუთარი არხებით რამდენიმე ადგილობრივ მაღალჩინოსანს დაუკავშირდა და „ბედოვლათი“ კოლეგის გაუჩინარებული საბუთი მალე მოიძია. მართალია პასპორტის აეროპორტში დროზე მოტანა ვერ მოესწრო, მაგრამ მასპინძლებმა პატივი გვცეს და თბილისში ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამოგვიშვეს.

„ქეიფი წნორში“

ქართული ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ კლუბი წნორის „მილანი“. საკმაოდ კარგი გუნდი გახლდათ და ერთი პერიოდი ჩინებულადაც ასპარეზობდა. წნორში ჩასვლა ყველა სპორტულ ჟურნალისტს განსაკუთრებულად უყვარდა. მოგეხსენებათ კახელები არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან და ჩემს კოლეგებს თამაშების შემდეგ აუცილებელ „მესამე ტაიმებზეც“ მუდმივად პატიჟობდნენ. რასაკვირველია უარის თქმა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

მოგეხსენებათ, გაზეთის მუშაობას განსაკუთრებული სპეციფიკა გააჩნია. ახალი მასალა რედაქციაში იმავე საღამოს უნდა გადაიცეს და მკითხველს მეორე დილით მიეწოდოს. ალბათ გახსოვთ რა დრო იდგა. მობილური ტელეფონები ჯერ მასიურად გავრცელებული არ იყო, რაც შეეხება კომპიუტერებსა და ინტერნეტს, ამ „ფუფუნებაზე“ მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. ჟურნალისტები კახურ სუფრას ბოლომდე „გმირულად ვიტანდით“, შემდეგ კი მასპინძლები მანქანით თბილისში გვიშვებდნენ.

ერთხელაც წნორში მორიგი თამაშის გასაშუქებლად ჩავედით და რასაკვირველია ტრადიციის თანახმად „მესამე ტაიმზეც“ ანუ ჩინებულ სუფრაზე აღვმოჩნდით. მახსოვს რომ ერთ-ერთ ჩემს კოლეგას „მეგაკომის“ ლამის რამდენიმეკილოიანი მობილური ტელეფონი ჰქონდა და მშობლიურ რედაქციებს ამით ვუკავშირდებოდით. მასპინძლებმა „დაგვამშვიდეს“ რომ თბილისში მალე გამოგვისტუმრებდნენ. მოლოდინი დიდი ხნის განმავლობაში გაგვიგრძელდა. უცებ, მორიგი სადღეგრძელოს შესმისას ამ „მეგაკომის“ აპარატზე ზარის ხმა გაისმა. „ოლიმპიდან“ მიკავშირდებოდნენ. რატომღაც ხუმრობის ხაასიათზე ვიდექი და „შაყირი“ გადავწყვიტე. დამრეკავს სერიოზული ხმით ვუპასუხე რომ მე და ჩემი მეორე კოლეგა ტიალ ადგილას, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ვიმყოფებოდით. თან ძალიან გვციოდა და დიდი კოცონიც გვქონდა დანთებული. ამ „ხუმრობის“ შემდეგ ერთი ამბავი დაიწყო. რედაქციიდან თავდაპირველად პოლიციაში, შემდეგ კი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაკავშირება გადაწყვიტეს. ერთი სიტყვით „დაკარგულ და გაუჩინარებულ ჟურნალისტებზე“ ლამის საქართველოს მასშტაბით სერიოზული ძიება გამოცხადდა. ისევ „მეგაკომიანმა“ კოლეგამ გვიხსნა, – თბილისში დარეკა და რედაქციებს „სიმართლე“ შეატყობინა.

მასპინძლებმა სიტყვა აასრულეს და სუფრის დასრულების შემდეგ თბილისში ოპერატიულად გამოგვისტუმრეს. რასაკვირველია მასალა არ დაგვიანებულა და წნორში მიმდინარე საფეხბურთო შეხვედრის სრული ანგარიში მკითხველმა მეორე დილით დაუბრკოლებლად მიიღო. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026

ავარია კახეთში - დაშავებულებს შორის 11 წლის მოზარდია

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ყველა სიახლე

საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

9:58; 17.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

9:48; 17.09.2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო