სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. უბედური შემთხვევა რუსეთში, კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩნდა.
როგორც რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, ბავშვები კვამლით გაიგუდნენ.
ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო 210 მეხანძრე და 48 ერთეული ტექნიკა. მაშველებმა 20 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სულ ევაკუირებულია 100 ადამიანი.
ამჟამად, ადგილზე გაგზავნილია სპეციალური ლაბორატორია, რომელიც ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობას შეისწავლის.