პატარა მარიამ გეგუჩაძეს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ოპერაცია ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოქლის მაჟორიტარი დეპუტატი 3000 ლარს გადაურიცახვს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ნინო წილოსანმა პირადად აცნობა.
მარიამს უკვე დაეხმარა ჩვენი გამოცემის ერთგული მკითხველი გია ცეცხლაძე.
მარიამის დასახმარებლად 500 ლარს გადარიცხავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც პატარა გოგონა ცხოვრობს. სამტრედიის მერის, ვალერი ფოცხვერიას თქმით, ეს თანხა ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამიდან გადაირიცხება.
მარიამის დასახმარებლად თანხები შეგროვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში.
შეგახსენებთ, რომ მარიამი სამი წლის და ოთხი თვისაა. მას მძიმე დიაგნოზი აქვს, მაგრამ დროულად გაკეთებული ოპერაციამარიამის სიცოცხლეს იხსნის, რომელიც მას აჯიბადემის საავადმყოფოში, სტამბულში უნდა გაუკეთდეს.
თურქმა ექიმებმა მარიამს სპეციალური ფასდაკლება გაუკეთეს, მაგრამ დრო გადის და მარიამის ოჯახისთვის 25 000 დოლარის შოვნა მიუღწეველია!
სულ ათი დღე გვაქვს, რომ ყველამ ერთად, არ დავიზაროთ და თუნდაც თითო ლარი გადავრიცხოთ მარიამის ანგარიშზე და გადავარჩინოთ!
სალარე ანგარიში: “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: BAGAGE22;მიმღების ანგარიშის ნომერი: GE98BG0000000323288600;
თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:TBCBGE22;მიმღების ანგარიში:GE08TB7649145061100003,
მიმღების დასახელება: გეგუჩაძე გალაქტიონ (მარიამი).