15 წლის მოზარდი, რომელმაც მწვრთნელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, დაზარალებულად ცნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული მამაკაცი სენაკში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელს კი ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
66 წლის მამაკაცს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.