“გურია ნიუსის” მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტრის ხელმძღვანელად ლევან აფხაზავა დანიშნეს და რომელიც აფხაზავამ პირადად დაგვიდასტურა, კომპანიის პრესსამსახური გამოეხმაურა.
უწყებაში გვითხრეს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე აფხაზავა დროებითაა:
_ ლევან აფხაზავა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტს დროებით, ახალი უფროსის დანიშვნამდე უხელმძღვანელებს, _ გვითხრეს პრესსამსახურში, სადაც ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის თაღირს არ აკონკრეტებენ.
კომპანიაში არც ახალ კადრს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზავა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტრს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მარტის დასაწყისში ის ამ პოსტზე შალვა კონჯარიამ შეცვალა და აფხაზავამ ლანჩხუთის სერვისცენტრის ხელმძღვანელად გადაინაცვლა.
თუმცა, მალე შალვა კონჯარიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ რეგიონი ისევ აფხაზავას ჩააბარეს _ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის უფროსის თქმით, მხოლოდ დროებით.
ამავე თემაზე: “დამირეკეს და მითხრეს, უნდა უხელმძღვანელოო” _ ლევან აფხაზავა წყალმომარაგების კომპანაში დააბრუნეს