ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებული კონკურსი მიმდინარეობს.
აღნიშნულ კონკურსში სოფლებში მერის წარმომადგენლების თანაშემწეებისა და რამდენიმე სამსახურისა და განყოფილების უფროსების პოსტზე დასანიშნი პირები მესამე ეტაპს გაივლიან.
კონკურსში სულ 206 პირი მონაწილეობს. დღეს კი 51 აპლიკანტთთან მოხდება გასაუბრება.
აქვე გასაუბრებაზე შესასვლელად ემზადებიან ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები: გიგა ხარაბაძე, მარინა ჯაფარიძე, ციცო ტუღუში, გოგი ინწკირველი.
კომისიის წევრები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი მარინა ქერქაძე; „პროფესიული კავშირის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თეიმურაზ ქინქლაძე; ოზურგეთის დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თეა უჯმაჯურიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გია გიორგაძე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე.