საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკული ორგანიზაციის Freedom house -ის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საუბარია საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ანგარიშის შედეგები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე უსვამს ხაზს, საფუძველს მოკლებულია.
,,ანგარის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია საქართველოში. საუბარი, არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მიმართულების დაკონკრეტებასაც ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა ,,პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც, ასევე, მოკლებულია დასაბუთებას. ანგარიში იმეორებს ,,რუსთავი 2“-სა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს“, _ განაცხადა კობახიძემ.