“გურიას ნიუსის“ ინფორმაციით, გურიაში PAY ექსპრეს ოფისები უქმდება. “ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურში ეს ამბავი დაადასტურეს.
“მიმდინარე ეტაპზე ლიბერთი ბანკი აქტიურად მუშაობს მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველსაყოფად, მაქსიმალურად ვაფართოვებთ ლიბერთი ექსპრესების ქსელს და ვაუმჯობესებთ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მომსახურების ხარისხს.
შესაბამისად, გურიის რეგიონში ოპერატიულად გახორციელდება PAY ექსპრეს სერვის ცენტრების ჩანაცვლება ინოვაციური და მობილური ლიბერთი ექსპრესებით იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საბანკო მომსახურება“, _ გვითხრეს “ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურში.