ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. ,,გირგვლიანის შესწორებები“ წარადგინა, რომლის მიხედვით, ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შედის.
როგორც სხდომაზე ოხანაშვილმა განაცხადა, არსებული ინიციატივა აღმოფხვრის მაღალი თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის წარმოშობას.
,,ჩვენი მიზანია, ხაზი გავუსვათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე იმ მძიმე გამოცდილების შედეგად, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს წარსულში, როდესაც სანდრო გირგვლიანის საქმეში ადგილი ჰქონდა შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ საფუძველშივე სისხლის სამართლის კოდექსში ისეთი ნორმების შემოტანა, რომ საფუძველშივე არ დავუშვათ სისტემური დანაშაულის წარმოშობა და მოვახდინოთ მისი პრევენცია“,_ განაცხადა ოხანაშვილმა.