2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ იმ სამშობიარო სახლებთან ითანამშრომლებს, სადაც ერთი წლის განმავლობაში 750 მშობიარობა/საკეისრო კვეთა ჩატარდება. ამ დროისათვის მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობაა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროში განმატავენ, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები სელექტიური კონტრაქტების ფარგლებში მკაცრდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად.
ცვლილებების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ათობით სამშობიაროსთან ვეღარ გაგრძელდება კონტრაქტი. სახელმწიფო უკლებლივ ყველა ქალს, მატერიალური შესაძლებლობის მიუხედავად, მშობიარობას 500 ლარით უფინანსებს.
22 კლინიკას 2019 წლის 1-ელ აპრილამდე გაუგრძელდა ხელშეკრულება. 4 კლინიკასთან ხელშეკრულების ვადა ჯერ არ ამოწურულა, ხოლო 4 კლინიკა ახალი რეგულაციების მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა.