ჩაის უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია. ის ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ჩაი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს, ასევე ტანინებს, რომლებიც კბილის მინანქარს მჟავების დამშლელი ზემოქმედებისგან იცავს და ღრძილებს ამაგრებს.
ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული თვისება კი ის არის, რომ მას შეუძლია ნიადაგიდან ამოწოვოს და შემდეგ თავად მოახდინოს ისეთ იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებათა სინთეზი, როგორიცაა ეთერზეთები, ალკალოიდები, ამინომჟავები და ვიტამინები.
შავი ჩაის სმა აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამით კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის დალიეთ დღეში 3 ჭიქა მწვანე ჩაი.
ჩაი ასევე საგრძნობლად ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას.
ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს.
ელასტიურობას მატებს არტერიებს და ქოლესტერინული, ე.წ. ფოლაქებისგან წმენდს.
ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს.
საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.
ორგანიზმის, სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალებაა. წყურვილსაც კლავს და ამავდროულად ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს.