ამ წუთებში სამტრედიაში პოლიციის ძველი შენობა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური მეხანძრეთა ჯგუფი. შენობა დღეისთვის სამტერდიის მერიის ბალანსზე იმყოფება. პოლიცია აღნიშნულ შენობიდან 2011 წელს გადავიდა ახალ შენობაში.
ძველ შენობაში ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. როგორც ადგილობრივები საუბრობენ, იქ უსახლკაროები ათევდნენ ღამეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ვალერიან ფოცხვერიას თქმით, შენობა სამჯერ გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ არავინ იყიდა. ამჯერად კიდევ ერთხელ გაიტანენ შენობას აუქციონზე და თუ არა გაიყიდება, შემდეგ მოხდება მისი დემონტაჟი.