,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ყრილობაზე დღეს პოლიტსაბჭოს განახლებულ წევრებს აირჩევენ, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრს ილია ნაკაშიძეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენა დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ამასთან, ნაკაშიძე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებას მიესალმება.
,,ვფიქრობ, ივანიშვილის გამოჩენა დადებითი შედეგის მომტანი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდი ვართ. ისეთი მეცენატი, როგორიც ბატონი ბიძინაა, საქართველოს არასდროს არ ჰყოლია, ამიტომ მისი მოსვლა განსაკუთრებული პლუსი იქნება პარტიისთვის, ჩვენი ხელმძღვანელობისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული მიღწევები გვექნება სულ მალე, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ცვლილებები, განახლება პროგრამების, მიზნებისა და ა.შ. გამიხარდება, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს“,_განაცხადა ნაკაშიძემ.
დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარესა და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ. ყრილობას მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.