როგორც “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, რამდენიმე წუთის წინ, მთაწმინდის პარკში, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი მივიდა, თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძე დაცვამ ტერიტორიაზე არ დაუშვა:
_ თანამშრომლებს დაუბარა ყრილობაზე მივდივარო. მივიდა კიდეც, მაგრამ ახლოსაც არ მიუშვეს, _ გვითხრა წყარომ.
“გურია ნიუსმა” აღნიშნული ინფორმაციის შარაშენიძესთან გადამოწმება სცადა, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
კომენტარის მიღება მერიის პრესსამსახურისგან შევეცადეთ. მისმა თანამშრომელმა ნინო სალუქვაძემ დაგვიდასტურა, რომ შარაშენიძე თბილისში იმყოფებოდა და მოგვიანებით მერის კომენტარიც მოგვწერა:
“ვესაუბრეთ მერს და გვითხრა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე საერთოდ არ მისულა”, _ მოგვწერა ნინო სალუქვაძემ.