“ქართული ოცნების“ ყრილობა, რომელზეც პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან, გუგული მაღრაძემ დატოვა.
20 წუთზე მეტია, მაღრაძე დარბაზის შესასვლელთან ზის და იქ განვითარებულ მოვლენებს მონიტორიდან ადევნებს თვალს.
“გურია ნიუსის” კითხვამ, რატომ დატოვა დარბაზი, მაღრაძე გააღიზიანა _ მან თავიდან აღნიშნა, რომ ცუდად იყო და გარეთ გამოვიდა, კითხვაზე კი, რამ გახადა ცუდად, გვიპასუხა რომ ჩვენ ადამიანის უფლებების შესახებ არაფერი გვსმენია _ უნდა და ზის.