მაინც მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ვთქვი _ განაცხადა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც ოცნების დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარეს აირჩიეს.
“ვითარება ითხოვდა შეცვლას და საკუთარ თავთან გაჯიუტება არ ვარგოდა”, _ აღნიშნა ივანიშვლამა.
მისივე განცხადებით, დღეს არ აპირებს მთავრობის საქმიანობაზე ლაპარაკს და მხოლოდ იმ რეფორმებზე და წარმატებებზე გაამახვილებს ყურადღებას, რასაც ხელისუფლებამ 6 წლის განმავლობაში მიაღწია.