3 მაისს სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ღია განხილვა გაიმართება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლები თავიანთი გუნდური მუშაობის შედეგებს დაიცავენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
თეა წულუკიანის ვარაუდით, სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე გამოაცხადებს.
“23 მაისს გადაწყვეტილება არ ცხადდება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც წლის ბოლომდე, ჩემი ვარაუდით, უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო, ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის სასიკეთო, რომ იყო რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, 23 მაისი ჩაიაროს წამატებით ჩვენი ქვეყნისთვის. იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გაწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე, ჩვენს სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად. პირველ რიგში, სამართალდამცველმა ბლოკმა ჩვენი მთავრობის – იქნება ეს პროკურატურა, შსს, სუს-ი თუ თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც შევძელით მტკიცებულებების მოპოვების კუთხით პრაქტიკულად შეუძლებელი და რამდენიმე კომპონენტში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და დახმარების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს, აბსოლუტურად გამართლებული პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.