კვლევამ რომელიც 16 წელი მიმდინარეობდა დაადასტურა, რომ თევზის მოყვარულები ცხოვრებას, საშუალოდ, ორი წლით იხანგრძლივებენ, ვიდრე ისინი, ვინც საკვებ რაციონში ზღვის პროდუქტებს არ მოიხმარს.
ჰარვარდის მეცნიერებათა ჯანდაცვის სკოლის ფონდი დიდი ხანია მონიტორინგს ატარებს და აკვირდებიან 65 წლამდე მოხუცებულ ადამიანებს. არეგულირებენ სისხლში omega – 3-ის ცხიმოვან მჟავებს.
შედეგი იყო ცალსახად დამტკიცებული, რაც უფრო დიდი იყო ნივთიერების შემცველობა სისხლში, მით უფრო მცირე იყო გარდაცვალების რისკი უახლოეს წლებში.
მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ სიკვდილიანობის რისკი თევზის მოყვარულებს შეუმცირდა 27%ით, ხოლო სისხლძარღვთა დავადებები 35% ით.
თევზი დიდი ხანია ითვლება ორგანიზმისთვის სასარგებლოდ. პირველად კვლევები ჩატარებული იქნა ხანდაზმულ ადამიანებზე და დადგინდა რომ სიკვდილიანობის რისკის შემცირებისთვის საჭიროა ადამიანმა თავის კვების რაციონში სულ მცირე კვირაში ორჯერ მიირთვას თევზეულობა.