ყნოსვის შესანიშნავი უნარის დახმარებით, ძაღლებს კიბოს აღმოჩენა შესძლებიათ. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის საუკეთესო მეგობარი 97 პროცენტში მართებულ დიაგნოზს სვამს, – ამტკიცებენ ავსტრალიელი ონკოლოგები.
აღნიშნული მოსაზრების საზოგადოებისთვის გაცნობამდე, მწვანე კონტინენტის მკვიდრებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც მათ შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალება მისცა: ძაღლებს, პრაქტიკულად, უშეცდომოდ შეუძლიათ ფილტვის და სარძევე ჯირკვლების კიბოს ამოცნობა ადამიანის სუნთქვის შეყნოსვის შემდეგ.
ავსტრალიელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ძაღლების ყნოსვის შესაძლებლობები ადამიანებისას ათი ათასჯერ აღემატება, რაც აძლევს კიდეც მათ საშუალებას, აღმოაჩინონ ხრწნის პროცესში მყოფი უჯრედების სუნი და პატრონები სიკვდილისაგან იხსნან.
იმედია, ძაღლების ამ უჩვეულო უნარს მეცნიერები კიბოს მკურნალობის საქმეში წარმატებით გამოიყენებენ.