ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს სპეციალური გამოკვლევა, რათა პასუხი გაეცათ კითხვაზე: “როდისაა უკეთესი ვარჯიში – ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?”
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი დამოკიდებული ყოფილა სხეულის მასაზე.
გამხდარი ადამიანებისთვის სასარგებლოა ჭამის შემდეგ ვარჯიში, რადგან მიღებული კალორიები სწრაფად იწვება, ცხიმი არ გროვდება და ვარჯიშის ეფექტურობაც იზრდება.
იმისათვის, რომ ჭარბწონიანი ადამიანებისთვის ვარჯიში ეფექტური გახდეს, მათ უნდა ივარჯიშონ ჭამამდე, მშიერ კუჭზე. ამას ორი ახსნა აქვს:
პირველი – მსუქნებში ჭამის შემდეგ მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება, კალორიების დაწვა და ზედმეტი წონისაგან განთავისუფლება უფრო რთული ხდება.
მეორე მხრივ, ფიზიკური დატვირთვა აქვეითებს მადას და ამიტომაც ვარჯიშის შემდეგ მსუქნები უფრო ნაკლებს ჭამენ, ვიდრე ჩვეულებრივ.