ცოტა ხნის წინ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია განვჭვრიტოთ როგორი იქნება მსოფლიო უახლოესი 100 წლის განმავლობაში.
კვლევაში მეცნიერების გარდა ფუტუროლოგები და არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ.
მაგალითად, კაცობრიობა 100 წლის შემდეგ დაიწყებს ნეგატიური ცათამბჯენების მშენებლობას, რომლის 25 სართული მიწისქვეშ ჩაეშვება.
გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაინერგება სწრაფი მშენებლობის ტექნოლოგიები მაღალი წნევის პირობებში, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს შექმნან სპეციალური დასახლებები წყლისქვეშ. ხოლო ძირითადად პერსონალური და სატვირთო ტრანსპორტი უპილოტო იქნება.
“ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ფანტასტიკად მოეჩვენებოდა ადამიანს, რომელიც 100 წლის წინ ცხოვრობდა. ინტერნეტმა მოახდინა არსობრივი რევოლუცია ჩვენს კომუნიკაციებში, სწავლასა თუ ურთიერთქმედებაში”. – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მეგი ადერინმა.
მოხსენებაში ფართოდაა განხილული 3D-პრინტერის მომავალი შესაძლებლობები.
2118 წელს მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება დამზადდეს არა მარტო ავეჯი, არამედ მთლიანი სახლი ან კოპლექსები. საჭმლის დამზადება 3D-პრინტერით უკვე დღესაა ნაწილობრივ ხელმისაწვდომი.
მომავალში შესაძლებელი იქნება საჭმელი ინტერნეტით გადმოვქაჩოთ და მატერიალიზება სახლის პრინტერით გავუკეთოთ.
მომავალში აგრეთვე განხორციელდება კომერციული კოსმოსური ფრენები, აგრეთვე მოხდება მარსისა და მთვარის კოლონიზაცია.