ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი ქალების რევიზია ჩაატარეს, მკვლევარები კაროლინის უნივერსიტეტიდან 2 წლის განმავლობაში აფასებდნენ მათ. დასკვნა ასეთია: ქალის სხეულის კლასიფიკაცია მინიმუმ უნდა გაფართოვდეს ექვს ტიპად.
კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ქალები 6 ძირითად ტიპად დაყვეს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია “სტაფილო”(46%), მას მოჰყვება “მსხალი” და “ბადრიჯანი”- 20%, შემდეგია “ბროკოლი”(კომბოსტო სატაცურა)14% და ბოლოს “ჯავზის გოგრა”.
ჯავზის გოგრა – ქალი მკვეთრად წელში გამოყვანილია, ბიუსტი და თეძოების გარშემოწერილობა თითქმის ერთნაირია, ადრე მას “ქვიშის საათს” უწოდებდნენ ძალიან ვიწრო წელის გამო. ბევრ მამაკაცს როგორც ჩანს ახლაც ახსოვთ ის ვარსკვლავები, რომლებიც ამ ფიგურით ხასიათდებოდნენ: მერლინ მონრო და სოფი ლორენი
ბროკოლი – მსგავსი ქალის ბიუსტი თვალში საცემია, იმიტომ რომ ის თეძოებზე უფრო დიდი მოცულობისაა, წელი მკვეთრად არაა გამოხატული. ამ ტიპის ქალები იშვიათად გვხვდება, თუმცა პლასტიკური ქირურგები “კომბოსტოს” ამ სახეობას ხელოვნურად ამრავლებენ. ტიპიური წარმომადგენელი: ანჯელინა ჯოლი.
სტაფილო – მსგავს ქალებს პრაქტიკულად წელი არა აქვთ გამოხატული, მკერდი და თეძოები ერთნაირი ზომის აქვთ, მაქსიმუმი სხვაობა 13 სანტიმეტრია. მკერდი პატარა აქვთ.”სტაფილოებს” ძირითადად მანეკენებად იყენებენ. ტიპიური წარმომადგენლი: ნიკოლ კიდმანი.
მსხალი – ვიწრო მხრები და არც თუ დიდი მკერდი, ხოლო თეძოები და უკანალი მასიური..”ქალური ფორმები”..ასე უწოდებენ ამ ტიპის ქალებს. ტიპიური წარმომადგენლები: ჯენიფერ ლოპესი და კიმ კარდაშიანი.
ბადრიჯანი – ამ ტიპის ქალების სხეულის ზედა ნაწილი “მსხალივით” იწყება, თუმცა ქვედა ნაწილი მსუბუქად გამოხატულია, ამასთანავე ფართო წელი აქვთ. ტიპიური წარმომადგენლიი:ადელი.
ვაშლი – დამახასიათებელი დეტალი მუცელი და წელის მიდამოები უფრო დიდი ჩანს ვიდრე თეძოები და ბიუსტი. ტიპიური წარმომადგენლი:კეიტ უინსლეტი.