ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გეგიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საპატრიარქოს განცახდება აბსოლუტურად ადეკვატურია.
,,საპატრიარქომ გააკეთა ის განცხადება, რაც უნდა გაეკეთებინა. იმ გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური იყო საპატრიარქოს პოზიცია“,_ გვითხრა გეგიძემ.
მმართველი გუნდის წევრს ვკითხეთ, ეთანხმება თუ არა საპატრიარქოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-თან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს. გეგიძე გვპასუხობს, რომ ადამიანებმა გადაწყვეტილება საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე უნდა მიიღონ.
,,საზოგადოებაში ადამიანები საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას. საპატრიარქომ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა“,_ გვითხრა გეგიძემ.