ჩვენი ფოტოამბავის გმირი 18 წლის დარინა აბაშიძეა.
დარინამ 10 კლასი ხულოში დაასრულა, შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად დაბა ლაითურში გადმოვიდა და მალევე გათხოვდა აქ.
“ჩემი ბოლო ადგილი აქ არის. დედა ადრე გარდამეცვალა, მამაჩემი მზრდიდა. საცხოვრებლად ლაითურში გადმოვედით, მერე კი ნარუჯაში გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ახლა სამხედრო სავალდებულო სამსახურშია”, _ გვითხრა დარინამ.
დარინას დედამთილი _ ქალბატონი მელიქი რძლის შესახებ საუბრობს:
“დარინას იმედზეა ოჯახი; ყველაფრის გაკეთება მას უწევს_ მე და ჩემს ქმარს ცუდი ჯანმრთელობა გვაქვს; მეორე ბიჭი სამუშაოდ არის წასული, მისი მეუღლე კი სახლიდან წავიდა _ მის შვილებსაც დარინა უვლის“.
დარინას, საოჯახო საქმეების მოგვარების შემდეგ, ბავშვები სკოლიდან გამოყავს, მოგვიანებით ეზოს, ბოსტანს უვლის. ცდილობს ბავშვებთან თამაშის, ურთიერთობის, ტელევიზორის ყურების დრო გამონახოს…
რაც შეეხება სწავლის გაგრძელებას, დიდი ოჯახის მოვლა ამის შესაძლებლობას არ აძლევს და როგორც თავად ამბობს, განათლების მიღებას ოჯახის შექმნა თავადვე ამჯობინა.