ზაზა სარალიძეს თან დაკავშირება მოხერხდა და ის 10 წუთში აქციაზე მოვა, _ ამის შესახებ მელიამ განაცხადა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ აქ შეკრებილი საზოგადოება ზაზა სარალიძეს ბოლომდე დაუდგება გვერდში და მოქმედების გეგმასაც სარალიძე თვითონ დასახავს.
ხელისუფლება რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე აქ სარალიძე და მალჩალიკაშვილი არ იდგებოდნენ. ეს პროცესი არ დასრულდება ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები”_ ამბობს მელიამ
“არავის აქვს უფლება ხელი კრას შვილმკვდარ მამებს. მე როგორც მამას მეშინია და არ მინდა ჩემი თავი სარალიძეს და მალჩალიკაშვილის ადგილას წარმოვიდგინო. სანამ დროა, ივანიშვილო გონს მოეგე. ეს საქმე ხალხის გამარჯვებისთვისაა განწირული“_ ამბობს მელია.