ფრაქცია “ქართული ოცნება _ რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარე, კახაბერ ოქრიაშვილი “გურია ნიუსთან” მომავალი პრემიერ-მინისტრის შესახებ საუბრობს.
როგორც ოქრიაშვილი გვეუბნება, მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ბახტაძეზე უკეთესი კანდიდატი არ ეგულება. ჩვენ კითხვაზე, რამდენად არის შანსი იმისა, რომ ფინანსთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გადაიბაროს, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ ბახტაძე შეძლებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ღირსეულად ჩაიბაროს:
“ბახტაძე ძალიან მომწონს და პირადად ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიული, არაკონფლიქტური და პრინციპული ადამიანია. მე ვაფასებ მამუკას, როგორც ძალიან მაგარი პიროვნებას. ვფიქრობ, რომ ის შეძლებს ამ თანამდებობის დაკავებას. მასზე უკეთესი კანდიდატი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა”, _ გვითხრა ოქრიაშვილმა.
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პოსტის დატოვების ძირითადი მიზეზი ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება გახდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე გადაიბარებს.