პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც დეპუტატები მთავრობის წარმომადგენლებს უსმენენ, კამათის ფონზე მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდა.
,,თავს არიდებთ ივანიშვილზე დასმულ კითხვებს იმიტომ, რომ მისი პირადი ლოიალურობიდან გამომდინარეობს ის, ბატონო ლევან (დავითაშვილი), დღეს აქ იჯდებით თუ არა, ქალბატონი მაია (ცქიტიშვილი) აქ იჯდება თუ არა. სხვა მინისტრებიც გვნახავს, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ ისინი კიდევ მრავალი წელი გააგრძელებდნენ საქართველოს სამსახურში ყოფნას, მაგრამ მოხდა მათი დათხოვნა და გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს ძალიან არაჯანსაღი და არანორმალური დამოკიდებულება კი არც თქვენ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც ბატონმა ირაკლიმაც გამოამჟღავნა, როდესაც მან თქვა შემოპარულხართ სხდომაზეო გამოიხატება თქვენს უკულტურობაში. თქვენ გინდათ დარბაზი, სადაც არავინ იქნება თქვენი პოლიტიკური გუნდის გარდა“,_თქვა ბოკუჩავამ.
მანამდე კი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლამდე შემდეგი სიტყვებით მიმართა:
,,ბოიკოტი გამოუცხადეთ ამ საკითხებს და მაინც შემოპარულხართ ამ დარბაზში“_ მიმართა ირაკლი კოვზანაძემ რომან გოცირიძეს.