ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიგრანტი ბავშვების ტეხასის უდაბნოში გადაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას 4 ამერიკული ავიაკომპანია აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, American, United, Southwest და Frontier ტრამპს მოუწოდებენ, რომ მიგრანტი ბავშვების გადაყვანა არ სთხოვოს.
„ჩვენ წავიყვანთ მთლიან ოჯახს და არა დაშლილს“,_ამბობენ ავიაკომპანიები.
მაუწყებლის ინფორმაციით, გაუგებარია მიგრანტი ბავშვების გადასაყვანად მეტი რეისი გახორციელდება თუ არა.
როგორც ცნობილია, ავიაკომპანიების მიერ განცხადების გავრცელებამდე, ტრამპმა კონგრესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის მექსიკის საზღვართან მიგრანტი ოჯახების დაყოფის პოლიტიკა დაასრულოს და მიღებულ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
ამავე თემაზე: