ოზურგეთში მცხოვრებ წლინახევრის ბავშვს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება. ბავშვის დედის ი.ს-შვილის თქმით, ბავშვს თავზე და ხერხემალზე სერიოზული პრობლეები აქვს.
“რაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩემს გასაჭირს, უფრო არის შანსი ჩემს შვილს დროულად დავეხმარო. თავზე და ხერხემალზე აქვს სერიოზული პრობლემები. ექიმებმა მოითხოვეს თავის და ზურგის ტვინის ტომოგრაფიის გაკეთება. გადაღებებზე 1080 ლარია საჭირო. ამჟამად ბავშვი სახლში გვყავს და ველოდებით თანხას როდის შევაგროვებთ. ამ გადაღებების შემდეგ საჭირო იქნება ოპერაცია და ამას ცალკე თანხა დასჭირდება. ვნახე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე, მათგანაც ველოდები დახმარებას“, _ გვითხრა პატარას დედამ.
დახმარების სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით პატარას ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 555 695 144.