გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
“ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 25 ივნისს 3 – 4 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე დაფიქსირდება”- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.