ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებიტ განმარტებებს აკეთებს და აღნიშნავს, რომ პარასკევის მოლოდინშია:
“პრემიერ მინისტრისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ პარასკევს, მთავრობის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.
სამწუხაროდ, ჯერ კვლავ ვერ მოიძებნა ისეთ ნაგებობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი გრძელვადიანად, ქირის გარეშე შეძლებს გადასვლას.
ჩვენ ვიყავით და ვართ თანახმა ნებისმიერ ფართზე, ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც დააკმაყოფილრბდა აპარატის ნორმალური ფუნქციონირების საჭიროებებს. ერთ-ერთი შენობა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა, ძლიერ დაზიანებული და ავარიული აღმოჩნდა, რაც ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა. შესაბამისად, ძიების პროცესი კვლავ გრძელდება.
ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვართ პარასკევის მოლოდინში.
იმედია, ორშაბათიდან, თუნდაც ნაწილობრივ შევძლებთ საქმისწარმოების აღდგენას, უახლოეს კვირებში კი შეუფერხებლად შევძლებთ მოქალაქეთა მომსახურებას, _ აღნიშნავს სახლახო დამცველი.