ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა არ ესწრება. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რატომ არ იმყოფება სხდომაზე იოსებ სიგუა.
,,ჩვენ ვერ ვხედავთ ბატონ იოსებ სიგუას, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, არც გაგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს და ჩვენ მასთან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია თუ რატომ არ არის დღეს ის აქ“,_ განაცხადა კაპანაძემ.
როგორც შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ განაცხადა, სიგუას მაღალი ტემპერატურა აქვს, რის გამოც მოსვლა ვერ მოახერხა.
,,ბატონ იოსებს აქვს მაღალი ტემპერატურა, მისი განცხადებით გუშინაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხა მოსვლა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო. გამოჯანმრთელების შემდეგ მობრძანდება“, _ განაცხადა ბედოიძემ.