https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

” ყველას ვერ გაუსწორებთ ოცნების ჭრელ პოლიტიკურ გუნდში” _”გირჩის” ლიდერის ღია წერილი პრემიერს

13:07; 3.07.2018
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს.

როგორც ჯაფარიძის წერილშია აღნიშნული, ჩვევა აქვს რომ ერთხელ მაინც მიმართავს პრემიერს წერილით. ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს გასროლად, თან არც ეზარება.

„ჩვევა მაქვს, პრემიერებს ერთხელ მაინც ვწერ ხოლმე – თქვენც მოგწერთ. იმიტომ არა, რომ მომწონხართ (უფრო არა, ვიდრე კი), არც იმიტომ, რომ იმედი მაქვს, მომისმენთ, არც იმიტომ, რომ თქვენი დახმარება მინდა. არა. უბრალოდ, მგონია, რომ ჩემთვისვე მნიშვნელოვანია, რადგან აქ ვცხოვრობ ჩემი ოჯახით და მეგობრებით და სად ვიცხოვრებთ, როგორ ქვეყანაში, ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანწილად თქვენზეა დამოკიდებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს გასროლად, თან არც მეზარება.

დავიწყებ იმით, რაც გარდაუვალია და მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი გარდაუვალია 100%-ით.

გარდაუვალია, რომ:

დაგიძახებენ ბიძინას მარიონეტს. როდესაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გარეშე ხვდები მაგ სიმაღლეზე, ეს ბუნებრივია. არ უნდა გეწყინოთ და არ უნდა დაკომპლექსდეთ. ზოგადად, არაფერი უნდა გეწყინოთ მანდ;

გაგინებენ. ყველა შემთხვევაში. სხვაგვარად შეუძლებელია. გინება მაგ საქმის განუყოფელი ნაწილია;

სოფლის მეურნეობას ვერ ააღორძინებთ. როგორც მინიმუმ, იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს აღორძინება ამ ქვეყანაში ესმით;

უმუშევრობას სწრაფად ვერ აღმოფხვრით;

თქვენი პრემიერობის პერიოდში 100%-ით სიღარიბეს სწრაფად ვერ გააქრობთ;

ქართულ ფეხბურთს ვერ უშველით;

ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შესძლებთ და სასამართლოს ნდობას ვერ დაუბრუნებთ, სანამ პრემიერი იქნებით. ვერ მოასწრებთ, სულ რომ იუვერლირულად იმუშაოთ;

რაც არ უნდა გააკეთოთ, საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთოთ, ბევრი ქვეყნისთვის ცუდი რამ რომ გააკეთოთ ან პირიქით, აღმაშენებლის რეინკარნაცია რომ აღმოჩნდეთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ცოტა ხანში აღარ იქნებით იქ, სადაც ხართ (როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს).

ამ რაღაცების წინასწარ გააზრება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რეალისტური მოლოდინები გქონდეთ და რადგან ეს ყველაფერი გარდაუვალია, მნიშვნელოვანია, იგივე შეცდომები არ დაუშვათ, რაც თქვენმა წინამორბედმა:

ყველასთვის კარგი და ჯიგარი ვერ იქნებით. ეგ სუფრაზეა შესაძლებელია. ქვეყანა სუფრა არაა;

წარმატების გაზომვა იმით, თუ რას ამბობენ „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები”, შეცდომაა. ეგ ორგანიზაციები, ძირითადად, მავნებლები არიან საკუთარი დღის წესრიგით;

ოცნების ჭრელ პოლიტიკურ გუნდში ყველას ვერ გაუსწორებთ. თან ეკონომიკა განავითაროთ და თან ჟორჟოლიანი ეთანხმებოდეს თქვენს პოლიტიკას, ეგ შეუძლებელია. მშრალი წყალია. გაჩერდებით და გააჩერებთ ყველაფერს;

პასუხისმგებლობას თუ არ აიღებთ, გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ. თუ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ, ვერაფერს გააკეთებთ. და ბიძინას ჩრდილიდანაც ვერასოდეს გამოხვალთ;

ბოტების იმედად ნუ იქნებით, თუნდაც ბევრი გყავდეთ. არ შველის.

თუ მანდ იმისთვის არ ხართ რომ CV გაიუმჯობესოთ და/ან ძმაკაცებს/ოჯახს დაუმტკიცოთ, რომ ძალიან მაგარი ხართ და/ან ბანალურად ფული აკეთოთ, მაშინ რამდენიმე რამე შეგიძლიათ გააკეთოთ სწრაფად და … რაღაც კვალი დატოვოთ განსხვავებით წინამორბედებისგან:

მცირე და შეზღუდული მთავრობა სწორი ხედვაა. ერთადერთი სწორი, ოღონდ არა ისეთი ვიწრო გაგებით, როგორც ამას ბოლო დღეებია ხსნით. სიტყვა „მცირე” ეკონომიკური შინაარსის მატარებელია და გულისხმობს მთავრობის ზომის, იგივე მთლიანი ხარჯების, იგივე ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის მიმართებას ეკონომიკის ზომასთან. ახლა ეგ მაჩვენებელი მერყეობს 30-35%-ის ფარგლებში, დასაწევია 20%-მდე მაინც. არ არის აუცილებელი, ერთ წელში მოხდეს ეს, დროში გაწერაც შეიძლება.

შეზღუდული მთავრობა ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს მკაცრად განსაზღვრული კომპეტენციები და ვერ ერევა ისეთ საკითხებში, რაც მისი საქმე არ არის (მაგალითად, ფეხბურთში, კულტურაში, ნერგების დარგვაში, ღორების მოშენებაში, ასანთის ქარხნის მშნებლობაში, ჩაის პლანტაციების გაშენებაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც რკინიგზის მართვაში).

კაცობრიობის ისტორიაში მთავრობის საკონსტიტუციო შეზღუდვის საუკეთესო მაგალითია აშშ. აშშ სწორედ მთავრობის შეზღუდვის გამო (დღეს ვეღარ არის ისეთი შეზღუდული, დემოკრატიამ საკმაოდ გამოხრა ეგ პრინციპი, მაგრამ მაინც) არის ისეთი ქვეყანა, როგორიც არის და არა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები აქვთ იქ საუკეთესოდ გაწერილი კანონებში (ეგ საბჭოთა კავშირს უკეთესად ჰქონდა). აქაც, საქართველოშიც, საჭიროა მცირე ზომის და შეზღუდვების გარანტირება გრძელვადიანად, რაც კონსტიტუციითა შესაძლებელი (შესაბამისი უმრავლესობა კი გყავთ). ეს ერთი, ცალკე აღებული რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია:

– სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების, შპს-ების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების პრივატიზაცია. ამის გამო, ბევრს გაგინებენ. განსაკუთრებით, ტყეებს თუ შეეხები, მაგრამ, როგორც ზემოთ დავწერე, მაინც გაგინებენ, ყველა შემთხვევაში;

– ბიუჯეტის სოციალური ხარჯების (ამაში შედის განათლებაც და ჯანდაცვაც) სისტემის შეცვლა, კატეგორიების მიხედვით ხარჯვის გაუქმება (მათ შორის, ასაკის მიხედვით, ყოფილი პარლამენტარობის ან სამართალდამცველობის მიხედვით და სხვ.) და ერთადერთი კრიტერიუმის, ოჯახის გაჭირვების, დატოვება. ამით სწრაფად შეიძლება უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლის რეალურად გაუმჯობესება (UNICEF-საც გაუხარდება). თუმცა, ამის გამოც გაგინებენ;

– ნებისმიერი სახის საბიუჯეტო სუბსიდიის გაუქმება, იქნება ეს სოფლის მეურნეობის ვითომ განვითარებისთვის გამოყოფილი ხარჯები, „აწარმოე საქართველოში”, „იაფი კრედიტი”, Check in Georgia, “მიბაძე კუკურის” თუ „ამწონე მაინც”. ამის გამო ბევრს გაგინებენ, ძალიან ბევრს. პლუს, იყვირებენ, რომ კლავ ქართულ კულტურას, სოფელს, გლეხს და ა.შ.

– განათლების ცენტრალიზებული და უნიფიცირებული სისტემის გაუქმება, საჯარო სკოლების მაქსიმალური პრივატიზაცია, განათლების დაფინანსების მიბმა ოჯახის გაჭირვებაზე, განათლების სფეროს გათავისუფლება რეგულაციებისგან და საბაზრო პრინციპებისა და კონკურენციის გაჩენა. ამის გამოც გაგინებენ, ცხადია;

– პროკურატურის დეცენტრალიზაცია და დეპოლიტიზაცია. ამას თუ არ იზამთ, გარდა იმისა, რომ პროკურატურა-სასამართლოს ვერაფერი ეშეველება (თუნდაც გრძელვადიანად), ნებისმიერი „გაპრობლემებული” საქმე გაპოლიტიკურდება და ისრები, ყველა შემთხვევაში, თქვენსკენ წამოვა (როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა ამ ქვეყანაში). ეს, ალბათ, ერთადერთია, რის გამოც არ გაგინებენ. შეიძლება, ტაშიც დაგიკრან.

სხვა რაღაცების გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ რეფორმების გარეშე არაფერ სხვას დიდი აზრი არ ექნება. საბოლოო ჯამში თქვენი გადასაწყვეტია ძალაუფლების შენარჩუნებაზე დახარჯავთ დროსა და ენერგიას (რაც უკვე ტრადიციაა ამ ქვეყანაში), თუ ამ რაღაცების გაკეთებაზე. ბიძინას არ უსმინოთ-თქო, ვერ გირჩევთ – მაგას როგორ დამიჯერებთ, მაგრამ, მინიმუმ ის უნდა გახსოვდეთ სულ, რომ თქვენ დროის მოკლე პერიოდში გაქვთ ისეთი შანსი, როგორიც მილიონში ერთს ეძლევა. შეგიძლიათ, რამე დატოვოთ თქვენ მერე ან შეგიძლიათ, ისევე უკვალოდ გაქრეთ, როგორც აქამდე გაქრა არაერთი ოცნების მინისტრი თუ პრემიერი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ 2020-მდე, მერე გირჩი გავაგრძელებთ, თან მადლობით დავიწყებთ”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

09:58; 4 სექტემბერი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19 აგვისტო, 2026
ფეისბუქსტატუსები

„პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

12:48; 17 აგვისტო, 2026
ფეისბუქსტატუსები

“ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

11:05; 13 აგვისტო, 2026
ფეისბუქსტატუსები

„კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

11:24; 11 აგვისტო, 2026

რატომ ჩაარტყა ძმამ დას ჩაქუჩი თავში _ დეტალები სასამართლო პროცესიდან

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო