ყველას გვსმენია ცნობილი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ალბერტ აინშტაინის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალები და გატაცებები.
ცნობილია, რომ აინშტაინი 20 საუკუნის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო, ნობელის პრემიის მფლობელს ბირთვული ფიზიკის დარგში და ცნობილი ფარდობითობის თეორიის ავტორს ვიოლინოზე დაკვრასთან ერთად ქალებთან საიდუმლო თუ გახმაურებული ურთიერთობებიც იზიდავდა.
1913 წელს ალბერტ აინშტაინმა მიატოვა მეუღლე და ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ელზა აინშტაინი, რომელიც განათხოვარი იყო და ორი შვილი ჰყავდა. ასევე ცნობილია აინშტაინის სასიყვარულო ურთიერთობა მარგარიტა კონენკოვასთან რომელიც საბჭოთა კავშირის სახელისუფლებო წრეებში ტრიალებდა. ამის გამო ეს ფაქტი დიდი ხნით იყო გასაიდუმლოებული როგორც საბჭოთა ასევე შეერთებული შტატების მხრიდან და საზოგადოებისთვის მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი.
ალბერტისა და მარგარიტას ურთიერთობა ხშირი შეხვედრებით არ შემოიფარგლებოდა. ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, თუმცა ალბერტი მაინც ახერხებდა სხვადასხვა გზის გამონახვას მარგარიტასთან კავშირისათვის. ერთერთი ასეთი ფაქტი ალბერტის წერილებია სადაც ის წერს მარგარიტას ექიმს მისი დაავადების შესახებ და სთხოვს ავადმყოფის სარანკ-ლეიკში გაგზავნას რომელიც აინშტაინის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
ასევე, ცნობილია აინშტაინის წერილები, სადაც ის აღწერს ექვს სხვადასხვა ქალს, რომელთანაც ის დროს ატარებდა და საჩუქრებს იღებდა.