ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, დაახლოებით, 6 თვეზე მეტია, რაც ვარლამ სიმონიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმის მშენებლობა დასრულდა და მაგრამ ამ დრომდე მისი გახსნა ვერ მოხერხდა.
სოფლის ცენტრში მუზეუმის ეზოში არაერთხელ დაუნახავთ შინაური პირუტყვი. ერთ-ერთ სახლში კი მიტოვებულ ტანსაცმელებს და ფეხსაცმელს ნახავთ.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როდის აპირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუზეუმის გახსნას და ვინ პატრონობს შენობას?
“მისი გახსნა ივლისის ბოლოსთვის იგეგმება. მოხდება თანამშრომელთა შერჩევა და მუზეუმის ექსპოზიციებით დატვირთვა“, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.