მორიგი ტრაგედია მოხდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში _ დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავებულია 6.
როგორც გვითხრეს, შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც 6 აპრილს ახლაგაზრდა მშა დაიღუპა.
უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.