იაგუარმა ზოოპარკში 6 ცხოველი მოკლა, 3 კი დააზიანა. NBCNEWS-ის ინფორმაციით, შემთხვევა ნიუ ორლეანში შაბათს მოხდა. როგორც ზოოპარკის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.
როგორც ცნობილია, ზოოპარკი 100 წლისაა და 58 ჰექტარზეა გაშენებული, ცხოველების რაოდენობა კი 2000-ია.
მაუწყებლის ინფორმაციით, შიდა გამოძიება დაადგენს როგორ მოახერხა იაგუარმა მისთვის გამოყოფილი ადგილიდან გაქცევა.