სულით და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირლები არიან”, _ ეს განცხადება პარტიიდან გარიცხვის შემდეგ დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. ჭიჭინაძე ისევ აკრიტიკებს პარლამენტის თავმჯდომარეს და ამბობს, რომ თუ ამომრჩეველი გარიცხავს, ის იქნება ნამდვილი გარიცხვა.
“ის, რომ თურმე პარტიული დისციპლინა არსებობდა, დღეს და ზოგადად, განცხადებების გაკეთება, ამას კრძალავდნენ ბოლშევიკები. სულით და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირლები არიან. რომ კითხო დასავლური სტანდარტის პარტიაა და დასავლურად უყურებენ და დასავლური ღირებულებების მატარებლები არიან. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან. ტრამპის, მაკკეინის და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას შეხედავ ხო, ეხლა რა ქნას ტრამპმა, ვინც ცუდი რამე თქვა ყველა გააგდოს? თუ ამომრჩეველი გამრიცხავს, ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს“, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.