დიტო ვადაჭკორია, ლანჩხუთი:
_ ხალხისთვის თუ კარგს გააკეთებენ, კარგია. სხვა რა გითხრათ _ არ ვერევი მაგისთანა საქმეებში.
მაია კუკულაძე, ლანჩხუთი:
_ ქვეყანას ძალიან უჭირს. სამინისტროების გრძელი დასახელება ამას ვერ უშველის _ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს. მაგალითად, თეა წულუკიანის დარჩენას არავინ ელოდა, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო. ერთხანს ჯეჯელავამ გვათამაშა, ახლა კიდევ ეს! რა ვიცი, აბა?!
კაკო ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
_ მგონი, უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებებია გასატარებელი.
ლია ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
_ არ მაინტერესებს ასეთი საკითხები.
ზურაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთი:
_ უკეთესი მოლოდინი მაქვს, რა თქმა უნდა.
ნაირა ლომთათიძე, ოზურგეთი:
_ არაფრის მჯერა.
გუგული ჭელიძე, ოზურგეთი:
_ ძალიან კარგია ეს პროცესი.
მერაბ მჟავია, ოზურგეთი:
_ ველოდები უკეთესობას.
რამაზ კორტავა, ოზურგეთი:
_ ღმერთმა ქნას, უკეთესად იყოს ყველაფერი.
თეა ჩავლეშვილი, ოზურგეთი:
_ რა თქმა უნდა, სამომავლოდ უკეთესობას ველოდები.
რატი ლაბეჩიძე, ოზურგეთი:
_ უკეთესის მოლოდინში ვართ. აბა, როგორ?!
კობა ძინძიბაძე, ოზურგეთი:
_ კარგია ცვლილება, მომწონს. უკეთესობას ველოდები.
როინ თედორაძე, ოზურგეთი:
_ არავის არ მჯერა, კომუნისტების გარდა.
ილია სვანიძე, ოზურგეთი:
_ ნეიტრალური ვარ. არ მაინტერესებს.
ნუგზარ კალანდარიშვილი, ოზურგეთი:
_ სიახლის და უკეთესობის მოლოდინში ვარ.
ივანე ხარაიშვილი, ოზურგეთი:
_ რა ვიცი, უკეთესობა უნდა მოყვეს.
მედიკო ჯიქია, ჩოხატაური:
_ რა ვიცი. თუ გააკეთებენ რამეს კარგს, მივესალმები.
ლუიზა თოხაძე, ჩოხატაური:
_ ახალი მოსულია პრემიერი და არ ვიცი, რა იქნება.
ინდიანა ჭანიშვილი, ოზურგეთი:
_ ოპტიმისტი ვარ, მჯერა, უკეთესობა იქნება.
სუზანა ძიძიგური, ოზურგეთი:
_ მაქვს იმედი, რომ გაამართლებს ახალი მინისტრთა კაბინეტი.