ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია მზად არის, ყველა მასალა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდს და დაწყებულ გამოძიებას ეხება პროკურატურას გადაუგზავნოს. ეს განცხადება ქობულიამ ცოტა ხნის წინ „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა.
„სათანადო დეპარტამენტები აწვდიან ინფორმაციას,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
კითხვაზე დაიბარებენ თუ არა ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს დაკითხვაზე, მთავრობაში ამბობენ, რომ ხელშეუხებელი არავინ არის.
“კურიერის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაურის პროკურატურაში დაკითხვის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ქუმსიშვილი-ალავიძის სკანდალთან დაკავშირებით კომენტარი ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გააკეთა. მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ყველა საჯარო მოხელე თუ თანამდებობის პირი ვალდებულია, რომ გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს. მან თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან, დაიბარებენ თუ არა მოქმედ თანამშრომლებს დაკითხვაზე. ცქიტიშვილის შეფასებით, ეს ვარაუდია.
წყარო: რუსთავი2