მუნიციპალიტეტის წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მოსალოდნელ ცვლილებებზე მოუწევთ მსჯელობა 31 ივლისისთვის ჩანიშნულ სხდომაზე ლანჩხუთელ დეპუტატებს, მანამდე კი საკითხი საკრებულოს საფინანსო კომისიამ განიხილა და „მწვანე შუქიც აუნთო“.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას განმარტებით, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილება შეეხება როგორც შემოსავლების, ისე მის ხარჯვით ნაწილს.
„საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტს 4335415 ლარი გამოეყო, რომლის თანადაფინასებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 139417 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული. წელს ინფრასტრუქტურის პროექტების დასაფინანსებლად 4474832 ლარი გაიხარჯება, აქედან, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე _ 2986920 ლარი, რომლის თანადაფინანსება შეადგენს 63988 ლარს. კულტურის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 979337 ლარია გათვალისწინებული, 50000 ლარის თანადაფინანსებით. ბინათმშენებლობაზე 105965 ლარი მიიმართება და მისი თანადაფინანსება 5298 ლარია. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 402610 ლარი გათვალისწინებული, რომლის თანადაფინანსება 20131 ლარია“, _ ამბობს ლაშხია.