საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ხანძარს ასობით მეხანძრე ებრძვის.
BBC-ისთვის ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 60 ადამიანია დაღუპული, 150 კი დაშავებული.
როგორც ცნობილია, ღია სივრცეში მაშველებმა 26 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.
სამედიცინო ცენტრ Ekav-ის დირექტორის თქმით, ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, მოქალაქეებს საზარელი ტრავმები აქვთ.
პრემიერ-მინისტრ ალექის ციპრასის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.