საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პოლიტიკაში დაბრუნება გუნდის დაშლის საფრთხემ განაპირობა. ამის შესახებ ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” ისაუბრა, რომლის ანონსის მაუწყებელმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ამავე ანონსიდან ირკვევა, რომ ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის დიდი დაპირისპირება იყო:
_ ირღვეოდა ბალანსი ბიზნესის ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავისი ქმედებებებით. მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან _ ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ერთად ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მას არ დარჩა არჩევანი. უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც, _ აცხადებს ივანიშვილი.