“ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა” _ აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პოლიტიკაში ხელმოეორედ დაბრუნებულმა ივანიშვილმა პირველი ინტერვიუ სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.
გადაცემა,”აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად”, რომელშიც ივანიშვილი დაბრუნების მიზეზებზე, გიორგი კვირიკაშვილზე, მამუკა ბახტაძეზე, სამომავლო გეგმებზე და მმართველი გუნდის კანდიდატზე საუბრობს დღეს გავა ეთერში.
გადაცემის ანონსიდან ირკვევა ისიც, რომ ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის დიდი დაპირისპირება იყო:
_ ირღვეოდა ბალანსი ბიზნესის ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავისი ქმედებებებით. მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან _ ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ერთად ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მას არ დარჩა არჩევანი. უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც, _ აცხადებს ივანიშვილი.
ყოფილი პრემიერის თქმით კვირიკაშვილისგან განსხვავებით მამუკა ბახტაძე “მოწადინებულია, რომ ყველა სამინისტროს მუშაობაში გაერკვეს”.