საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე _ 50 ჰექტარი.
შემთხვევის ადგილას 120 მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა და ახლაც ადგილზე რჩებიან.