კალიფორნიის ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი და მათი ბებიაა. მაშველები 19 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
სახანძრო ბრიგადების მიერ, ჯერჯერობით, მხოლოდ ცეცხლის კერების ნაწილი კონტროლდება.
ხანძარმა უკვე გაანადგურა 1000-მდე შენობა. სამაშველო სამუშაოებს კვლავ ძლიერი ქარი აფერხებს, სწორედ ამიტომ შესაბამისი სამსახურები ხანძრის გავრცელების მიმართულების პროგნოზირებას ვერ ახერხებენ.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 40 ათასამდე ადამიანი.