რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე დავით დარჩია სოფელ ასკანის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე შედგა და მას მედიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
“არაფრის იმედი არ გვაქვს. არავინ არ დაეხმარება ხალხს. ქვეყნის ხალხი ჰყავს მისიანები დასაქმებული ამ მთავრობას, უსაქმურები და ორი კაპიკი ჩვენთვისაც გაიმეტონ. თხილმა გაგვანადგურა და დაგვტოვა მშიერი”, _ თქვა შეხვედრიდან გამოსულმა ასკანელმა მარინა ვასაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ასკანელებს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე შეხვდება.