აგვისტოს ომის მონაწილე, ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩის #73-ში მცხოვრები ირაკლი (რუსლან) გოგოლაძე, რამდენიმე წელია საწოლსაა მიჯაჭვული. მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და მკურნალობა სჭირდება, თუმცა, ამბობს, რომ მის ოჯახს ამის ფინანსური საშუალება არ აქვს. როგორც თითონ გვითხრა, მთავრობას უკვე რამდენჯერმე სთხოვა დახმარება, მაგრამ ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ომგამოვლილი ახალგაზრდა კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით.
ამავე თემაზე: რატომ შეუწყდა სოციალური დახმარება საწოლს მიჯაჭვულ ახალგაზრდა ომის ვეტერანს