ამ წუთებში დაიწყო “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და როგორც გვითხრეს, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე იქნება საუბარი.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ “ოცნების” ლიდერები ჯერ ჩოხატაურის, შემდეგ კი ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატებს შეხვდებიან; დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ კი გაფართოებულო შეხვედრა პარტიის აქტივთან გაიმართება.